3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:01

ჩეჩნეთის მთავრობა გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს

By: Admin
2023-07-11 14:06:07
204

ჩეჩნეთის მთავრობა ავიაკოპანია Azimuth Airlines-სგან გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რამზან ჩერხიგოვმა ავიაკომპანია "აზიმუტის" დირექტორთან შეხვედრაზე განაცხადა.

რამზან ჩერხიგოვის თქმით, გაწერილი გეგმების განხორციელება დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.

"ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში - სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში",- განაცხადა ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
 

Share