2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:48:59

Visa და „თიბისი კონცეპტი“ მომხმარებლებს Visa კონსიერჟისა და ჩატ ბოტის მომსახურეობას სთავაზობს

By: Admin
2023-07-11 14:53:55
204

დღეიდან, "თიბისი კონცეპტ" 360 ნაკრების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ Viber-ის არხში  ისარგებლონ Visa  კონსიერჟის  და ჩატ ბოტის მომსახურებით 24/7-ზე ნებისმიერი ადგილიდან.

ახალი სერვისი მომხმარებლებს მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს:

• კონცეპტ 360-ის  უპირატესობები;

• ბანკის ფილიალებისა და ბანკომატების რუკა;

• ინფორმაცია და რეგისტრაცია კონცეპტ შეხვედრებზე;

• ადგილობრივი და საერთაშორისო შეთავაზებები;

• მოგზაურობასთან დაკავშირებული სერვისები;

• საერთაშორისო Lounge key-ს გამოყენების პირობები;

• Meet & Assist სერვისის გამოყენების პირობები;

• "თიბისი კონცეპტში" სამუშაო ან საპრეზენტაციო სივრცის დაჯავშნის შესაძლებლობა;

• კონცეპტ ცენტრთან დაკავშირება;

• FastTrack-ის სერვისით სარგებლობა;

• ინფორმაციული და საკონსულტაციო მომსახურება;

• ინფორმაცია Visa Signature ბარათის პრივილეგიების შესახებ;

• ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

ამ ეტაპზე, ჩატ ბოტი ხელმისაწვდომია მხოლოდ "თიბისი კონცეპტის" სადებეტო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის. შესაბამისად, მასში არსებული სერვისების გამოყენება  შეუძლია კონცეპტ 360-ის ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ფლობს აღნიშნულ ბარათს. 

Share