-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:30

28-30 ივლისს, ბათუმი რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს

By: Admin
2023-07-13 12:13:11
204

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, "თიბისი კონცეპტის", Visa-ს და "საქართველოს რკინიგზის" პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ ჯაზ მატარებლით მომსახურებას, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება.

მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO. 

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

- ლანჩბოქსი და ტკბილეულობა

- გამაგრილებელი სასმელი

- სახალისო აქტივობები და საჩუქრები

ჯაზ მატარებელზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzTrain

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა "თიბისი კონცეპტის" ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

Share