4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:28

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება

By: Admin
2023-07-14 13:09:19
204

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, რეგიონს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ და მიმდევრებს აქტიურად უზიარებდნენ რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლოგერებმა ბათუმის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც თავადვე გამოსცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები.

"ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. უწყება რეგიონში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ჩართულობით პრეს-ინფოტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. 

წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებს უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი და არაბი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

Share