5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:53

მაია ბითაძე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ახალ სპეციალურ მმართველს შეხვდა

By: Admin
2023-07-14 14:27:24
204

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე  „ჯორჯიან მანგანეზის" ახალ  სპეციალურ  მმართველს ბესიკ კირთაძეს და კომპანიის გარემოსდაცვის დირექტორს ირაკლი ნოზაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებიც უმოკლეს პერიოდში უნდა გადაიჭრას. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ  გარკვეული პროგრესი გვაქვს როგორც რეკულტივაციის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით, კვლავ რჩება საკითხები, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას საჭიროებს. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული იყოს მუშაობა როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან" ასევე ყველა იმ კომპანიასთან, რომელიც პარალელურ რეჟიმში ადგილზე აწარმოებს  წიაღის მოპოვებას და გადამუშავებას. შესაბამისად, კომიტეტი სამომავლოდაც აქტიურად ითანამშრომლებს კომპანიასთან იმისთვის, რომ ის გეგმა და გრაფიკი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გადაჭრას ეკოლოგიური პრობლემები, ზედმიწევნით შესრულდეს", - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის შემდეგ.

Share