4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:30

საპენსიო სააგენტო - საპენსიო სქემაში ერთი მილიონ 420 ათასი ადამიანია გაწევრიანებული

By: Admin
2023-07-15 10:46:44
204

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 420 ათასია.

დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4.118-მა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 11 684 674.97 ლარს შეადგენს.

Share