4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:11:15

საქართველოს 6 თვეში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

By: Admin
2023-07-17 11:38:10
204

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს. 

"6 თვეში ქვეყანაში 1 930 483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი, ზრდა +59.6%-ს შეადგენს. 

2023 წლის II  კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში 1 651 655  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი .ზრდა +57.4%-ია. 

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1 085 151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი, ზრდა +44.8%-ს შეადგენს. 

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს",- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Share