ვალუტის კურსი

2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (9 266 ტონა), სომხეთი (970 ტონა), ბელორუსში (20 ტონა) და უკრაინაში (18 ტონა).
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 439 ტონით (4%), ხოლო ღირებულება - 143 ათასი აშშ დოლარით (1%) გაიზარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Share