4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:45:08

სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

By: Admin
2023-07-19 10:37:51
204

სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. რეგიონს 13-18 ივლისს ფინეთიდან მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი  ბლოგერები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ, რომლებმაც ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. 

ისინი რეგიონს  ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (სამცხე-ჯავახეთი DMO) მოწვევით სტუმრობდნენ. 

ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, მოინახულეს როგორც ტურისტებისთვის ცნობილი ადგილები - ვარძია, ახალციხის ციხე, ბორჯომი, ასევე, შედარებით უცნობი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები, გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს და ჩაუტარდათ კულინარიის მასტერკლასები. 

პრეს-ტურის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები მონაწილეთა პირად ბლოგებსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში გამოქვეყნდება.

Share