
საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.
"გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.
ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე.
საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://wanderlustmagazine.typeform.com/to/cH26XO02
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust ყოველწლიურად მართავს კონკურსს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ",- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.