5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:30

TI - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება

By: Admin
2023-07-25 14:53:13
204

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების რაოდენობა წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 7 788, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით კი, 21 326 კომპანია დააფუძნეს.

შესაბამისად, ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.

Share