4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:55:31

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

By: Admin
2023-07-26 10:44:12
204

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება - Georgian wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 28 ივლისიდან, კვირაში 12 სიხშირით იფრენს. 

ფრენები 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შესრულდება.

პირველი საჩვენებელი ფრენა ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა. 

Share