4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:00:50

რუსულმა Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა - TASS

By: Admin
2023-07-26 11:20:03
204

ხაბაროვსკის საინჟინრო ქარხანა Дальэнергомаш-მა 30-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ტექნიკის მიწოდება განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ი რეგიონის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Дальэнергомаш-ის ცნობით, საქართველოში აღჭურვილობა მიეწოდება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აზოტის აირის გენერატორი გაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც მინერალურ სასუქებს აწარმოებს",- აცხადებენ ქარხანაში.

როგორც TASS-ი წერს, Дальэнергомаш-ი აწარმოებს კომპრესორებს, წნევისა და ელექტრო მოწყობილობებს მეტალურგიული კომპლექსებისა და ქიმიური მრეწველობის ქარხნებისთვის.

ქარხანა აღჭურვილობას ათეულობით ქვეყანას, მათ შორის ბელარუსს, ბულგარეთს, ინდოეთსა და ირანს აწვდის.

Share