5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:14

IMF - „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ, შესაძლოა, მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს

By: Admin
2023-07-26 14:27:47
204

რუსეთის ფედერაციის მიერ "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხების" შეჩერებამ, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს. აღნიშნულ ინფორაციას Reuters-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, IMF-ის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" იყო უკრაინიდან მარცვლეულის დიდი მარაგის გასატანად "ძლიერი ინსტრუმენტი", რაც სურსათზე ფასების ზეწოლას ამცირებდა.

"ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა",- თქვა გურინჩასმა.

ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.

Share