
29 ივლისს, „თიბისი“ და Mastercard-ი რაგბის გათამაშების ფარგლებში, საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელიც მოიცავს როგორც გამგზავრებას, სასტუმროს და კვებას ასევე, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ ბილეთებს.
გათამაშებაში მონაწილეობას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებმაც 5 -დან 23 ივლისის ჩათვლით „თიბისის“ ციფრულ ბანკში გაიაქტიურეს Mastercard რაგბის ციფრული ბარათი, დაამატეს ელექტრონულ საფულეში (Apple Pay/Google Pay) და ამავე პერიოდში, რაგბის ციფრული ბარათით „თიბისის“ პოს ტერმინალებზე გადახდისას დახარჯეს მინიუმ 100 ლარი.
გარდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებისა, თამაშდება რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურები, ხელმოწერილი რაგბის ბურთები და რაგბის კეპები.
გამარჯვებულები პრიზებს ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალურად მიიღებენ.
გაიგე მეტი: https://link.tbc.ge/rugby_game
Share