3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:29

საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები კარგია - გამორჩეულია რეგიონში - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

By: Admin
2023-07-27 15:46:08
204

ზოგადად, საქართველოში ბიზნესის და ინევსტიციების პირობები კარგია და საქართველო გამორჩეულია რეგიონში. თუმცა, იზრდება უნდობლობა სასამართლოს მიერ კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად გამოძიების შესაძლებელობის მიმართ, ამასთან ზოგიერთი ბიზნესდავები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში რჩება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მხედვით, სხვა კომპანიები ჩივიან, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტურია, არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, არსებობს პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი გამოყენების შესახებ ბრალდებები, მათ შორის კომერციული კანონების შემთხვევაშიც, ასევე არსებობს სირთულეები საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრაში.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, ქვეყანამ 1991 წლიდან გაატარა ფართო ეკონომიკური რეფორმები, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. 2005 წლიდან 2022 წლამდე საშუალო ზრდის ტემპი 5%-ზე მეტი იყო და საქართველოს რეიტინგი გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასა და სხვა ინდექსებში სტაბილურად უმჯობესდებოდა. Heritage Foundations-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველომ ოცდამეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 45-ე ადგილი.

ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე. COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ადგილობრივ ვალუტაზე, ადგილობრივ ეკონომიკასა და საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს, 6%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა 10.4%-იანი ზრდით და მოლოდინს გადააჭარბა 2022 წელს, 10.2%-იანი ზრდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლები ტურიზმიდან შემოსავალს, ომთან დაკავშირებულ მიგრაციასა და ფინანსური შემოდინების ზრდას და ასევე, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდას მიაწერა. ამ ფაქტორებმა ასევე გაზარდა ფისკალური შემოსავლები, გააძლიერა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და ლარი, ხელი შეუწყო რეზერვების დაგროვებას. ინფლაცია რჩება გაზრდილი, რაც ასახავს საქონელზე მაღალ ფასებს და ძლიერ შიდა მოთხოვნას. მოსალოდნელია, რომ ზრდა და ინფლაცია შემცირდება 2023 წელს საგარეო შემოდინების შემცირებით, ნაკლებად ხელსაყრელი გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობებით, მცირე ფისკალური დეფიციტით და ჯანსაღი მონეტარული პოლიტიკით.

ზოგადად, საქართველოში ბიზნესის და ინევსტიციების პირობები კარგია და საქართველო გამორჩეულია რეგიონში. თუმცა, იზრდება უნდობლობა სასამართლოს მიერ კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად გამოძიების შესაძლებელობის მიმართ, ამასთან ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში რჩება. სხვა კომპანიები ჩივიან, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი არაეფექტურია, არასათანადოდ არის უზრუნველყოფილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, არ არსებობს ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, არსებობს პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი გამოყენების შესახებ ბრალდებები, მათ შორის კომერციული კანონების შემთხვევაშიც, ასევე არსებობს სირთულეები საკუთრების უფლების შესახებ დავების გადაჭრაში.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს ამ პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას და დარჩენილი პრობლემების მიუხედავად, საქართველო მაინც იკავებს ერთ-ერთ პირველ ადგილს რეგიონში, სადაც კარგი გარემოა ბიზნესის წარმოებისთვის. აშშ-მა და საქართველომ 1994 წელს მოაწერეს ხელი ორმხრივი ინვესტიციების შესახებ შეთანხმებას და საქართველოს აქვს უფლება, აშშ-ში დაბეგვრის გარეშე განახორციელოს ბევრი პროდუქტის ექსპორტი, პრეფერენციების საყოველთაო სისტემის ჩარჩოს ფარგლებში.

ტრანზიტი და ლოჯისტიკა პრიორიტეტული სექტორებია, რადგან საქართველო ცდილობს, ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზრდილი ვაჭრობით ქვეყნის გავლით. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. საქართველო დიდი ხანია, მიზნად ისახავს შავ ზღვაზე თავისი სტრატეგიული მდებარეობის კაპიტალიზაციას საქონლისა და ენერგეტიკის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და სავაჭრო დერეფნად გადაქცევით.

ცენტრალური აზიის გაფართოებულმა ბაზარმა განაპირობა ტვირთების ზრდა ბოლო დროს ამ „შუა დერეფნის“ გავლით, რადგან ჩრდილოეთის მარშრუტი რუსეთის გავლით ახლა უფრო სარისკოდ მიიჩნევა. 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერის გახსნის გეგმები ანაკლიის ღრმაწყლოვანი შავი ზღვის პორტის განვითარებისთვის (რომელიც მანამდე მთავრობამ გააუქმა 2020 წელს). კერძო სექტორი აგრძელებს ინვესტიციებს საპორტო და ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაში ტვირთების მოსაზიდად. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში. 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა გამოაცხადა ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური პორტის შექმნის გეგმები, რომელსაც ამჟამად ახორციელებს",- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვითვე, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ.

„საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნას არ უზღუდავს. რამდენიმე ადგილობრივი ბანკი არის საერთაშორისო საბანკო ჯგუფების შვილობილი კომპანია და ექვემდებარება იმავე რეგულაციას. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის სებ-მა შექმნა ახალი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ შესაბამისი მეთოდოლოგიური გაიდლაინების მომზადებაზე და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება.

საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს OFAC-თან, OFSI-სთან და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან კონკრეტულ საკითხებზე მითითებების მისაღებად და სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

Share