3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:07

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო

By: Admin
2023-07-28 14:50:17
204

საქართველოს მასშტაბით 54 მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს  მიმდინარე პროგრამებისა და პროექტებით დაინტერესებული ქალბატონებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს 757  ქალი  დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათიი ცნობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი იყო თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

„აგრარულ საქმიანობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაგეგმილია ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს  ქალი ბენეფიციარების  მეურნეობებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის მსურველი ქალბატონები სამუშაო პროცესს და წარმატებული მეურნეობების შექმნის ისტორიას გაეცნობიან. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამით ,,დანერგე მომავალი“ სარგებლობის მსურველ პირველ  100 ქალს მიწის ლაბორატორიული ანალიზი სრულად აუნაზღაურდება; განაცხადების შეტანის პროცესში ტექნიკურ კონსულტაციას მათ  ფონდი „ტასო“ გაუწევს.

აღნიშნული აქტივობები მიმდინარეობს „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი) Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share