5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:57:09

TI - საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი

By: Admin
2023-07-28 15:32:56
204

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

TI-ის ცნობით, 1 700-მდე კომპანიიდან 82% საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს; 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების, ხოლო 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

Share