3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:53

ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს ე.წ. სასაზღვრო ზონაში დროებით ეკონომიკური საქმიანობის უფლება მიეცათ

By: Admin
2023-08-03 13:53:27
204

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფლება აქვთ, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე, ე.წ. საზღვართან გარკვეული სახის ეკონომიკური აქტივობები აწარმოონ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მცხოვრებლებს ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის ე.წ. სასაზღვრო ზონაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენისა და "შესაბამისი ნებართვის" გარეშე ტრანსპორტირების უფლება ეძლევათ.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განმარტებით, "სასაზღვრო ზონაში" შესასვლელად საჭიროა, რომ რუსეთის ФСБ-ს ე.წ. სასაზღვრო სამსახურის უახლოეს სამმართველოში პირის იდენტიფიცირება და  ეკონომიკური აქტივობის დრო, ადგილი და სახე დაზუსტდეს.

Share