9.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
11:13:20

საქსტატის მონაცემებით, ივნისში მშენებლობა მცირედით გაიაფდა

By: Admin
2023-08-07 14:33:08
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშენებლობის ღირებულების ინდექსის ივნისის თვის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაზე ფასების 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.11 პროცენტული პუნქტი შეიტანა. ამასთან, სამშენებლო მასალების ფასები 0.5%-ით გაიზარდა, რამაც თვის ინდექსზე ზეგავლენა 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8%-ით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6%-იანი ზრდით, რამაც  ჯამური ინდექსის ცვლილებაში 4.41 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

Share