4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:03:35

საქსტატი - იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

By: Admin
2023-08-14 15:53:58
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 097.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.0 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 575.6 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 15.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 19.0 პროცენტით).

მათივე ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივლისში 4 946.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია.

Share