
საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.
სებ-ის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნების ათეული, საიდანაც გასულ თვეში, საქართველოში ყველა მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
რუსეთის ფედერაცია - 73.82 მილიონი აშშ დოლარი
იტალია - 45.34
აშშ - 40.03
საბერძნეთი - 21.64
გერმანია - 20.54
ისრაელი - 17.75
ყაზახეთი - 16.38
თურქეთი - 8.80
ესპანეთი - 5.98
საფრანგეთი - 4.79
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი (73.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისის (27.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.
Share