2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:48

საქსტატი - II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2% რუსეთიდან გამოიგზავნა

By: Admin
2023-08-18 15:57:45
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისთვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისთვის - აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისთვის - თურქმენეთი, 2.6 პროცენტისთვის - რუმინეთი, 2.3 პროცენტისთვის - თურქეთი, 1.0 პროცენტისთვის - ჩინეთი, 1.0 პროცენტისთვის - ბელარუსი, 0.5 პროცენტისთვის - ყაზახეთი.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისთვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისთვის - სომხეთი, 8.5 პროცენტისთვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისთვის - აზერბაიჯანი. 

"2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი - ტრანზიტზე.

2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე. 

2023 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისთვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისთვის - ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისთვის - იტალია, 6.0 პროცენტისთვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9 პროცენტისთვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.5 პროცენტისთვის - ჩინეთი, 2.1 პროცენტისთვის - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისთვის - ამერიკის შეერთებული შტატები",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

Share