3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:42:59

12 ივნისიდან დღემდე, 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

By: Admin
2023-08-26 18:05:27
204

3D განათების სისტემები, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა.

"აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს.

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

Share