5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:47:48

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

By: Admin
2018-09-07 12:44:24
204

ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია "Wataniya Airways"-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში,  ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

„Wataniya Airways"-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიენიჭა.

 

(NS)

Share