4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:40:56

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4894 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4864 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.9240ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9344 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა.

 

Share