ვალუტის კურსი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიდერლანდელ მოგზაურს, მწერალსა და ფოტოგრაფს კრის შალქს უმასპინძლა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურის ფარგლებში, კრის შალქი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა.
"მოგზაურმა და მწერალმა საქართველოს ქალაქების ისტორიული უბნები, კულტურული ძეგლები და ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერა. კრის შალქმა საქართველოს შესახებ მომზადებული სთორები და პოსტები სოციალური ქსელით Instagram გაავრცელა.
ცნობილი მწერალი ისეთი გამოცემებისთვის ამზადებს პუბლიკაციებს როგორიცაა: „CNTraveler”, “T+L”,”Design Antology”,”AD”,”Telegraph”, “Wallpaper”,„The Times“, და ა.შ.
პრესტურის მიზანია, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა ევროპის ქვეყნებიდან",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.