2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:39

China Southern Airlines-ი საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურ ავიარეისებს იწყებს

By: Admin
2023-09-15 18:28:50
204

China Southern Airlines-ი 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს.

"China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Share