2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:38

ნათია თურნავა პაშა ჰოლდინგის მენეჯმენტს შეხვდა

By: Admin
2023-09-19 17:54:48
204

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს პაშა ჰოლდინგისა და პაშა ბანკის მენეჯმენტს შეხვდა.

სებ-ის ცნობით, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატსა და მიდგომებზე ისაუბრა და მიმოიხილა ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ინოვაციების დანერგვისას ეყრდნობა.

"ყურადღება დაეთმო ბანკის მართვის პროცესში ქალების როლის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

ეროვნული ბანკი გეგმავს მსგავს შეხვედრებს სისტემატური ხასიათი მისცეს, რაც საბანკო სექტორთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Share