2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:14

გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

By: Admin
2023-09-22 11:40:35
204

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჟურნალისტებს მასპინძლობს.

პრეს-ტურის ფარგლებში, საქმიანი ტურიზმისა და ბიზნეს გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში MICE ტურიზმის პოტენციალს, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. 

Convention International-ის, TW-Tagungswirtschaft-ისა და TFI Publication-ის ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და კახეთში, მედიის წარმომადგენლები ესტუმრებიან მცხეთას, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღვინისა და გასტრო ტურისტულ მიმართულებას. ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
 

Share