4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:21

ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დანიშნა

By: Admin
2023-09-26 12:06:34
204

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მრჩეველი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა bm.ge ავრცელებს.

როგორც bm.ge წერს, თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა აქამდე არ არსებობდა.

გამოცემის ცნობითვე, ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა, რომელიც თანამდებობაზე ასევე თურნავამ დანიშნა.

შეგახსენებთ, 20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. თანამდებობა დატოვა ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც. აღნიშნული გადაწყვეტილება კი, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შევიდა.

Share