ვალუტის კურსი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK“-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, აზიმ იბროჰიმს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტურიზმის სფეროში. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნებს შორის დასახვეწია ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, რომლის სრულყოფა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს, განავითარონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.
(NS)
Share