ვალუტის კურსი

27 სექტემბერს "თიბისიმ" ტექ კომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექ სესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო. "თიბისის" ტექ ლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს და ინდივიდუალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
„Agile Meetup-ზე განვიხილეთ თანამედროვე ლიდერების ტიპები, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ სამყაროში მათ. ტექ აუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეჯაილ გარემოში თანამედროვე ტენდენციები ლიდერშიპის მიმართულებით",- აცხადებს ინგა ყელაურაძე, ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი.
"თიბისიმ", როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, წელს უკვე მეოთხედ ჩაატარა Tech Meetup-ი, რადგან "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
Share