სებ-ი 2023 წლის ოქტომბრის „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
By: Admin
2023-10-04 15:54:38
საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ოქტომბრის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. სებ-ის ცნობით, გამოცემის მიზანია, ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.
ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები:
ინფლაცია
- 2023 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.6%-ით მოიმატა.
- საქართველოში დაბალ ინფლაციას მსოფლიო ბაზარზე საქონლის და ტრანსპორტირების ფასების შედარებითი სტაბილურობა, ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.
- ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით მოიკლო, და 5.3%-ს შეადგენს.
- ბოლო პერიოდში საწვავის ფასების სწრაფი ზრდა სექტემბრის ინფლაციაზე მხოლოდ ნაწილობრივ აისახა. მოსალოდნელია, რომ დანარჩენი ზრდა ოქტომბრის ინფლაციაზე აისახება, თუმცა ჯამური ინფლაცია კვალავაც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე.
საბანკო სექტორი
- აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 14.6%-ით გაიზარდა.
- უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 0.8 პპ-ით შემცირდა და 49.7%-ს შეადგენს.
- აგვისტოში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.5 პპ-ით შემცირდა და 44.9%-ს გაუტოლდა.
საგარეო სექტორი
- იმპორტი - აგვისტოში საქონლის იმპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
- ექსპორტი - აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 4.8%-ით გაიზარდა.
- აგვისტოში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 0.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
Share